TuttoJuve

Juve per sempre sarà

სანჩო იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს სიტუაციას აკვირდება და არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში მის ტრანსფერზე იმუშაოს.

სანჩომ გასული თვეები იჯარით ჩელსიში გაატარა, თუმცა ლონდონურმა გუნდმა მის გამოსყიდვაზე უარი თქვა და ინგლისელი მანჩესტერში ბრუნდება.

ის წითელი ეშმაკების გეგმებში არ შედის, ამიტომ მისი გაფორმება საკმაოდ ხელსაყრელ ფასად იქნება შესაძლებელი.

49 views
error: დაცული კონტენტი !