ლოკატელი:“ მე იუვენტუსის DNA დიდი კაპიტნებისგან მერგო…“
იუვენტუსის კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ La Stampa-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„გადამწყვეტი 11-მეტრიანი ვენეციასთან ? ეს ძალიან მძიმე ბურთი იყო, მაგრამ როგორც კაპიტანი, მისი შესრულება ჩემი პასუხისმგებლობა გახლდათ. სეზონის ოთხეულში დასრულება ჩვენთვის მინიმუმი მიზანი იყო და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის უფლება არ გვქონდა.
„იუვენტუსის გასახდელში პირველად შესავლა ? ეს დიდებული გრძნობა იყო. კიელინი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, დიბალა, მორატა, რონალდუ, ნამდვილი მონსტრები და უპირველესყოვლისა, ძალიან კარგი ადამიანები.
„რას ნიშნავს იუვენტუსი ? ჯორჯომ და ლეომ, იუვენტუსის დიდეუბლმა კაპიტნებმა, მე მასწავლეს, თუ რას ნიშნავს იუვენტუსი, მისი DNA, რომ აქ მნიშნვლეობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
„ალეგრი მილანში ? მას ვესაუბრე და მივულოცე, მაგრამ იმედი მაქვს, ისინი მომდევნო სეზონს იუვენტუსზე უკან დაასრულებენ.
„ტუდორი ? ჩემი აზრით, ის უბრალოდ შესანიშნვია. იგორი ძალიან კარგი ადამიანია, მან და მისმა სტაფმა იუვენტუსი კარგად იციან, ტუდორის საუკეთესო თვისება, მისი ტაქტიკების გარდა, ფეხბურთელებთან ურთიერთობაა. მან მოსვლის პირველივე დღეს გვითხრა, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გავიდოდით, იგორს არანაირი კითხვის ნიშანი არ ჰქონია და ამან ჩვენზე ძალიან კარგად იმოქმედა.
„მსოფლიო ჩემპიონატი ? ეს დიდებული გამოცდილება იქნება, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და გვინდა, მაქსიმალურად კარგი შედეგი დავდოთ.
„ტრავმა ? სერიოზული არაფერია, მსოფლიო ჩემპიონატის სტარტისთვის მზად ვიქნები, თუმცა სამწუხაროდ იტალიის ნაკრებს ვერ ვეხმარები.
„კიელინი ? ის იუვენტუსის წარმატებაში ფუნდამენტალური იქნება. ჯორჯოს ფასი მხოლოდ მათ იციან, ვინც იუვენტუსს შიგნიდან იცნობს.
„იუვენტუსის DNA ? მე ამ თემაზე ბევრი საუბარი შემიძლია, თუმცა პირველ რიგში იუვენტუსში ყოფნა მუდმივად განვითარებაზე მუშაობა და სწავლაა.
„ილდისი ? მას აქვს მახასიათებლები და ხარისხი, რომლებითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის. კენანს შეუძლია საუკეთესო გახდეს, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომა მოუწევს.“