რა თანხა მიიღო იუვენტუსმა სერია ა-ს სატელევიო უფლებების გაყიდვით…
Calcio e Finanza-მ გასულ სეზონში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით გუნდების მიერ მიღებული თანხები გამოაქვეყნა.
წყაროს ცნობით, გასულ სეზონში სერია ა-ში მოთამაშე 20-მა გუნდმა 900 მილიონი ევრო მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსის მატჩებს ყველაზე მეტმა ქომაგმა მიადევნა თვალი, თუმცა გამომუშავებული თანხის მიხედვით ტურინულმა გრანდმა მე-4 ადგილი დაიკავა და 67 მილიონი მიიღო, ხოლო პირველ ადგილზე ინტერი გავიდა, ნერაძურის 80 მილიონი შეხვდა.
შედარებისთვის, გასულ სეზონში ინგლისურმა პრემიერ ლიგამ 4 მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა. პრემიერ ლიგიდან გავარდნილმა გუნდებმაც კი ინტერზე მეტი თანხა მიიღეს…