TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ იტალიის ნაკრების წარუმატებლობა სპალეტის ბრალი არ არის“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ევროპის ჩემპიონატზე აძურის კრახი შეაფასა.

„ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატიდან იტალიის ნაკრების გამოვარდნის გამო ლუჩიანო სპალეტის გაკრიტიკება უადგილოა.

„სპალეტიმ სცადა ყველაფერი, შეცვალა სქემა და ფეხბურთელები, თუმცა პრობლემა არა ფორმაცია, არამედ გუნდის ტექნიკური მახასიათებლები და ხარისხის ნაკლებობაა.

„სპალეტის ჰქონდა იდეები, მას უფრო დინამიკური და ინტენსიური იტალიის ხილვა სურდა, თუმცა ფეხბურთელების ხარისხმა თავისი იდეების განხორციელების საშუალება არ მისცა. აშკარა იყო, რომ როდესაც მეტოქე გუნდი მაღალ ტემპს გვთავაზობდა, იტალიის ნაკრები ამასთან გამკლავებას ვერ ახერხებდა.“