TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ვეიგას შემცვლელები შეარჩია

რენატუ ვეიგა ჩელსიში დაბრუნდა, იუვენტუსი კი მომდევნო სეზონისთვის მისი შემცვლელის ძიებას შეუდგა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელი ტალანტების: ჯოვანი ლეონისა და პიეტრო კომუცოს ტრანსფერებით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის პრიორიტეტი ფიორენტინას 20 წლის კომუცო გახლავთ, თუმცა მან ფლორენციელებთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, ამიტომ მისი გაფორმება მარტივი არ იქნება.

პარმა 18 წლის ლეონის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !