ბოლონია მირეტის ტრანსფერით ინტერესდება
ბოლონია იუვენტუსის ტალანტის ფაბიო მირეტის ტრანსფერით ინტერესდება.
ჯენოაში გატარებული იჯარის შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდა. მას რამდენიმე კვირის წინ მხარზე ოპერაციის გაკეთება მოუწია, ამიტომ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმრება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, მირეტის მიმართ ინტერესს ბოლონია იჩენს. 21 წლის ფეხბურთელის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის, თუმცა არ არის გამორიცხული, ბიანკონერიმ ის ნდოიეს ტრანსფერში გამოიყენოს.