TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილიკს იუვენტუსის დატოვება არ სურს

მოიზე კინის შემდეგ, იუვენტუსი არკადიუშ მილიკის გაყიდვას გეგმავს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის ამის გაკეთება მარტივად არ გამოუვა.

პოლონელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ტურინულ გრანდს მისი 7-8 მილიონ ევროდ გაშვება სურს, თუმცა სიტუაციას მილიკის ტრავმა და მისი ტურინში დარჩენის სურვილი ართულებს.

მილიკი, რომელსაც მუხლზე მენისკის ოპერაციის გაკეთება მოუწია, მოედანზე 15-20 დღეში დაბრუნდება, იქამდე კი კრისტიანო ჯუნტოლის პოლონელის პოტენციური მსურველების პოვნა მოუწევს.

31 views
error: დაცული კონტენტი !