დევიდის ტრანსფერისთვის ბრძოლაში იუვენტუს დაწინაურდა
იუვენტუსი ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ტურინულ გრანდს კანადელის გაფორმების კარგი შანსი აქვს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლი დევიდის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ ანტონიო კონტეს სხვა სტილის ფორვარდის გაფორმება სურს, ამიტომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია.
კომოლი დევიდის აგენტს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ტრანსფერის დახურვას ეცდება.