ნიუკასლი და ნოტინგჰემი ლუისის მიმართ ინტერესს არ კარგავენ
Goal.com-ის ინფორმაციით, ნიუკასლი და ნოტინგჰემ ფორესტი იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის მიმართ ინტერესს არ კარგავენ.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე იუვენტუსთან ერთად გაემგზავრება, რის შემდეგაც ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს განიხილავს და დიდია ალბათობა, მან გუნდი დატოვოს.
იუვენტუსი ბრაზილიელის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს გამომუშავებას ეცდება.
