ტუდორი მომდევნო სეზონში იუვენტუსში დარჩება
იტალიური წყაროების ცნობით, იგორ ტუდორი მომდევნო სეზონშიც იუვენტუსის სათავეში იქნება.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, დღევანდელმა შეხვედრამ დამიენ კომოლისა და ტუდორს შორის ძალიან პოზიტიურად ჩაიარა.
წყაროს ინფორმაციით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტუდორი სეზონს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დაიწყებს.