იუვე ფროზინონეს ტალანტით ინტერესდება
იუვენტუსი ფროზინონეს ფეხბურთელის იზაკ ვურალის ტრანსფერით ინტერესდება.
19 წლის ნახევარმცელმა ფროზინონეს რიგებში დიდებული სეზონი ჩაატარა, ის სერია ბ-ს გასული სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად მიიჩნევა და წარმოშობით შვედი ფეხბურთელის მიმართ, ვინც თურქეთის მოქალაქე გახლავთ, ინტერესს იუვენტუსის გარდა რეალ ბეტისი, ატალანტა და პიზა იჩენენ.
მირკო დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსს ახალგაზრდა ტალანტის გაფორმება დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.