გიოკერეშს კარიერის ინგლისში გაგრძელება უნდა
პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, სპორტინგის ფორვარდს ვიქტორ გიოკერეშს პრემიერ ლიგაში თამაში სურს.
ბოლო დღეებში 26 წლის ფორვარდი იუვენტუსის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მოიაზრებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, გიოკერეშმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ინგლისში დაბრუნება უნდა, სადაც ის წლების განმავლობაში თამაშობდა.
იუვენტუსი შეტევის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და თუ გიოკერეშის გაფორმება არ მოვიდა, ტურინული გრანდის მთავარი სამიზნე მატეო რეტეგი გახდება.