კომოლიმ პსჟ-სთან მუანის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, იუვენტუსის ახალმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ პსჟ-სთან რანდალ კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
იუვენტუსს პირველ რიგში კოლოს იჯარის რამდენიმე კვირით გახანგრძლივება და მისი მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანა სურს, ამის გარდა კი ბიანკონერი იმედოვნებს, რომ კოლო ტურინში მომდევნო სეზონშიც დარჩება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
იუვენტუსი მუშაობას აგრძელებს რენატუ ვეიგას შენარჩუნებაზეც, თუმცა ჯერჯერობით ჩელსი მისი იჯარის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს.