TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის გაფორმებით არც ერთი გრანდი არ არის დაინტერესებული…

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ წინადადების მოლოდინშია, თუმცა ამ მომენტისთვის ტურინულ გრანდს არც ერთი კონკრეტული წინადადება არ მიუღია.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და ბიანკონერის მისი გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.

La Stampa-ს ცნობით, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის გალათასარაი, ფენერბაჰჩე და ნიუკასლი იჩენენ, მაგრამ კონკრეტული წინადადებით იუვენტუსისთვის არც ერთ მათგანს არ მიუმართავს.

47 views
error: დაცული კონტენტი !