TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი მარსელში გადასვლის წინააღმდეგი არ არის…

ფრანგულ მედიაში მარსელის მხრიდან იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.

გუნდში რობერტო დე ძერბის მისვლის შემდეგ, არაერთმა ფრანგულმა წყარომ დაწერა, რომ იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ მანუელ ლოკატელია, ვისთან ერთადაც ის სასუოლოში მუშაობდა.

Footmercato-ს ცნობით, მანუელ ლოკატელი იუვენტუსის დატოვებისა და დე ძერბისთან მუშობის წინააღმდეგი არ იქნება. იტალიელი ფეხბურთელი ტიაგო მოტასთვის ხელშეუხებელი არ არის და თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 30-35 მილიონს გადაიხდის, ლოკატელი გუნდს დატოვებს.