მორეტო:“ ტუდორის სიტუაცია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება“
ცნობილმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ ფაბრიციო რომანოს YouTube არხზე იგორ ტუდორის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„იგორ ტუდორის სიტუაცია ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ერთ რამ ფაქტია, ტუდორი მსოფლიო ჩემპიონატზე იუვენტუსს უხელმძღვანელებს.
„იგორის კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა, რომლის გაწყვეტაც გუნდს 1 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ შეუძლია. იუვენტუსის ახალი ხელმძღვანელობა იგორის თაობაზე გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მიიღებს.
„ამ მომენტისთვის 100 პროცენტით რაიმეს თქმა შეუძლებელია.“