ბერარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა…
გასულ წლებში იუვენტუსი-ბერარდის სატრანსფერო საგა ყოველ ზაფხულში აქტუალური თემა იყო და გამონაკლისი არც მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა იქნება.
ტურინული გრანდი შიკო კონსეისაუს პოტენციური შემცვლელის ძიებაშია და Corriere dello Sport-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ბერარდი გახლავთ.
იტალიელმა ფეხბურთელმა სასუოლოს რიგებში კიდევ ერთი პროდუქტიული სეზონი ჩაატარა, სერია ბ-ში 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა გააკეთა და ნეროვერდი სერია ა-ში დააბრუნა.
წყაროს ცნობით, ბერარდის გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 15-20 მილიონად შეეძლება.