TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის გაფორმებით 3 გუნდი ინტერესდება

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით 3 გუნდი ინტერესდება.

იუვენტუსის ახალი დირექტორის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა სწორედ ვლაჰოვიჩის სიტუაციის მოგვარება იქნება. სერბ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ გუნდს მისი გაყიდვა უახლოეს კვირებში მოუწევს.

წყაროს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ნიუკასლი, გალათასარაი და ფენერბაჰჩე იჩენენ. იუვენტუსი მის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !