კომოლის პრიორიტეტი იუვენტუსში მარკო სილვას მიყვანაა
იტალიურ მედიაში იუვენტუსის მომდევნო მწვრთნელის თაობაზე საუბრები არ წყდება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსის ახალი გენერალური დირექტორის დამიენ კომოლის პრიორიტეტი ტურინულ გრანდში ფულჰემის მთავარი მწვრთნელის მარკო სილვას მიყვანაა.
წყაროს ცნობით, კომოლი სილვას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში იდეალურ მწვრთნელად მოიაზრებს, რადგან მას როგორც უკვე გამოცდილ ფეხბურთელებთან, ასევე ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობა შესანიშნავად გამოსდის.