TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

50 მილიონი და ბონუსები კოპმეინერსის სანაცვლოდ

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის ტაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის შეთავაზება 50 მილიონი ევრო იქნება, რაც ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 55 მილიონამდე გაიზრდება.

ატალანტას იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა მოკლე დროში სურს, რადგან გუნდს ნიდერლნადელის შემცვლელის გაფორმება მოუწევს და არ არის გამორიცხული, ეს წინადადება ლა დეას დასარწმუნბლად საკმარისი აღმოჩნდეს.