TuttoJuve

Juve per sempre sarà

4 პრიორიტეტული სამიზნე შეტევის გასაძლიერებლად…

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და შეტევის გასაძლიერებლად 4 პრიორიტეტული სამიზნე შერჩეული ჰყავს.

ტურინულ გრანდს ზაფხულში დიდი ალბათობით სამივე ფორვარდი: კოლო მუანი, არეკ მილიკი და დუშან ვლაჰოვიჩი დატოვებენ, ამიტომ იუვენტუსის შეტევაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნეები ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი, ჯონათან დევიდი, ადემოლა ლუკმანი და მატეო რეტეგი იქნებიან.