ლევანდოვსკის უარი ბარსელონას…
SportMediaset-ის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკი დიდი ალბათობით ბარსელონას რიგებს დატოვებს.
წყაროს ცნობით, პოლონელი ფორვარდი ითხოვს გარანტიას, რომ ის გუნდის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, თუმცა ბლაუგრანა ვეტერანი ფეხბურთელისთვის ასეთი პირობის მიცემას არ აპირებს, რაც მისი გუნდიდან წასვლის შანსს საგრძნობლად ზრდის.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, ლევანდოვსკის პროექტის ცენტრალური როლი და 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 6 მილიონი ევრო იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
