TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე იანვარში დუგლას ლუისს არ გაყიდის

იტალიურ მედიაში იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები ვრცელდება.

Tuttomercato-ს ცნობით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, იუვე იანვარში ლუისის გაშვებას არ აპირებს და გუნდის დატოვება არც თავად ბრაზილიელს სურს.

წყაროს ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა პრემიერ ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის შესაძლებლობებში დარწმუნბულია, გუნდი მის მიმართ ნდობას არ კარგავს და მისი მინიმუმ სეზონის ბოლომდე გაყიდვა არ განიხილება.