TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძოლამ სკუდეტოს მოპოვების ფავორიტები დაასახელა

ჯანფრაკო ძოლამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ტიტულის მოპოვების ფავორიტები დაასახელა.

„ვფიქრობ, ინტერი ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტია. მათ გუნდის ლიდერების შენარჩუნება და შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერება შეძლეს და ლოგიკურია, რომ ისინი ფავორიტები არიან.

„მეორე ადგილას დავაყენებდი ნაპოლის, ანტონიო კონტეს ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

„იუვენტუსი და მილანი ? მათ რიგებში ბევრი ცვლილება მოხდა, ამიტომ ამ მომენტისთვის რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია.“