ძოლა:“ ნაპოლისთან მატჩში იუვენტუსს თავისი ამბიციების დამტკიცება მოუწევს“
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯანფრაკო ძოლამ ნაპოლი – იუვენტუსის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ეს ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, ნაპოლი ნახევრად კრიზისში იყო, მაგრამ მას შემდეგ ანტონიო კონტემ სიტუაცია შეცვალა და ახლა გუნდი კარგად გამოიყურება.
„იუვენტუსს რაც შეეხება, ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ, ტურინელებს ნაპოლის წინააღმდეგ გუნდის ამბიციების დამტკიცება მოუწევთ, ეს შეხვედრა საბოლოოდ დაგვანახებს, თუ რამდენად არის მზად იუვენტუსი ტიტულებისთვის ბრძოლისთვის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
