TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძოლა:“ ილდისი და კვარა სერია ა-ში გამორჩეული ტალანტები არიან“

ლეგენდარულმა ჯანფრანკო ძოლამ იტალიური ფეხბურთის კრიზისზე ისაუბრა.

„მოვიდა დრო, იტალიური ფეხბურთი დაუბრუნდეს იმ დონეს, რომელზეც ჩვენ ყოველთვის ვიყავით. უნდა ვიპოვნოთ ფორმულა, რომელიც ახალგაზრდა იტალიელებს განვითარებისა და უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას მისცემს, რაც ნაკრებისთვის შეუფასებელი დახმარებაა.

„საუკეთესო ათიანები სერია ა-ში ? მე ილდისი და კვარა ძალიან მომწონს, ისინი გამორჩეული ტალანტის ფეხბურთელები არიან, თუმცა არა იტალიელები. მინდა გამოვარჩიო პისილი და ფაჯოლი, მათ დიდი პოტენციალი აქვთ.“