TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძოფი:“ მოტა ძალიან მომწონს, სკუდეტო ?…“

ლეგენდარულმა დინო ძოფმა Radio Bianconera-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ტიაგო მოტა და მისი იუვენტუსი ძალიან მომწონს. გუნდში ხარისხი აშკარად იგრძნობა და ვფიქრობ, ამ იუვენტუსს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათ დრო უნდა მივცეთ.

„სკუდეტო ? ახლა ამ თემაზე ფიქრი ძალიან ადრეა. იუვენტუსმა ყოველთვის მომდევნო თამაშზე უნდა იფიქროს და თითოეული მეტოქის წინააღმდეგ მაქსიმუმი გააკეთოს, საბოლოო შედეგს კი სეზონის ბოლოს ვნახავთ.

„ილდისი ? ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა აშკარაა, რომ კენანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და აქვს პოტენციალი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.

„დი გრეგორიო ? ის სრულყოფილი კიპერია, მიკელემ მონცაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და იუვენტუსში გადასვლა დაიმსახურა.“