ძოფი:“ მილანი – იუვენტუსი თანაბარი მატჩი იქნება“
ლეგენდარულმა დინო ძოფმა მილანი – იუვენტუსის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„მილანი – იუვენტუსი ძალიან თანაბარი მატჩი იქნება. ორივე გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ფავორიტის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, იუვენტუსი სეზონის სტარტზე უფრო სტაბილურ თამაშს აჩვენებს.
„სკუდეტო ? ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი ადრეა. ფურცელზე ინტერს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ნაპოლიში კონტეს ფაქტორი გასათვალისწინებელია, მას ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან კარგად შეუძლია და ამისთვის საჭირო რესურსიც აქვს.“