TuttoJuve

Juve per sempre sarà

ძოფი:“ ილდისისთვის კაპიტანის სამკლაურის მიცემა შეცდომა იყო, იუვემ რეალთან პოტენციალი აჩვენა“

ლეგენდარული დინო ძოფის აზრით, რეალთან მატჩში კენან ილდისისთვის კაპიტანის სამკლაურის მიცემა შეცდომა იყო.

„რეალთან მატჩში იუვენტუსმა დაამტკიცა, რომ გუნდში ხარისხი არის და შეუძლია, ნებისმიერ მეტოქეს პრობლემები შეუქმნას. ახლა ტუდორის გუნდს ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება და მათ ლაციოსთან მატჩიდან მოყოლებული რამდენიმე პოზიტიური შედეგი უნდა დააფიქსირონ, ეს გუნდს თავდაჯერებულობას დაუბრუნებს და ქომაგებს დაანახებს, რომ სიტუაცია უმჯობესდება.

„ილდისი ? ის გამორჩეული ტალანტი და აქვს ყველაფერი, გახდეს ჩემპიონი. არ მესმის, რატომ იყო კენანი რეალთან მატჩში კაპიტანი, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ზედმეტი წნეხი საჭირო არ არის.

„ოპენდა ? ახალ ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ ადაპტაციისთვის დროა საჭირო. თუ გუნდმა ირწმუნა, რომ ოპენდა ხარისხიანი ფეხბურთელია, ეს გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

189 views
error: დაცული კონტენტი !