ზირკზეეს სეზონის ბოლომდე მანჩესტერში დარჩენა უნდა
ბრიტანელი ჟურნალისტის დავიდ ორნსტეინის ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედს არ დატოვებს.
წყაროს ცნობით, ინგლისში რთული სტარტის მიუხედავად, ზირკზეეს მანჩესტერში დარჩენა და თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა უნდა.
წყაროს ინფორმაციით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან სეზონის ბოლომდე წითელი ეშმაკების რიგები დატოვოს, მანჩესტერი კი თავის მხირვ მისი იჯარით გაშვებას არც კი განიხილავს.