TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ზირკზეე იუვენტუსში გადასვლას დათანხმდა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეეს იანვარში მანჩესტერის დატოვება სურს და მისი მიზანი კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაა.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ტალანტი წითელი ეშმაკების გეგმებში აღარ შედის, ამიტომ იანვარში მისი გუნდიდან იჯარით წასვლა გამორიცხული არ არის.

ლონგოს ინფორმაციით, მილანი ზირკზეეს ტრანსფერზე აღარ მუშაობს და ამ მომენტისთვის 23 წლის შემტევის გაფორმებით ყველაზე მეტად სწორედ იუვენტუსი ინტერესდება, სადაც ფეხბურთელის ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს.