ზირკზეე სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს პოტენციურ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი ცენტრ-ფორვარდის ძიებას აგრძელებს და აქტიური მუშაობის მიუხედავად, ჯერჯერობით ლუჩიანო სპალეტისთვის მოთხოვნილი პოზიციის გაძლიერებას ვერ ახერხებს.
ტურინული გრანდის ბოლო სამიზნე რანდალ კოლო მუანი გახლდათ, მაგრამ როგორც ჩანს, დამიენ კომოლი და მარკო ოტოლინი ვერც ფრანგი ფორვარდის თაობაზე შეძლებენ შეთანხმებას.
ტოტენჰემი კოლოს იჯარის ნაადრევად გაწყვეტაზე უარს ამბობს, რაც მის იუვენტუსში ტრანსფერს ფაქტობრივად გამორიცხავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში პოტენციურ სამიზნედ რჩება ჯოშუა ზირკზეე, მაგრამ სპალეტის უფრო ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი სურს და ნიდერლანდელი მისი პრიორიტეტი არ არის, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ მანჩესტერს ფეხბურთელის არენდით გაშვება არ სურს და მის საბოლოოდ გაყიდვას ცდილობს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
