ზირკზეე, მორატა და ბენზემა, იუვე ფორვარდის ძებნას აგრძელებს
იუვენტუსი ჯერემი ბოგას ტრანსფერს უახლოეს საათებში გააოფიციალურებს, თუმცა ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფანჯრაზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.
იუვენტუსს უახლოეს საათებში ემილ ჰოლმის ტრანსფერის დახურვა სურს, შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობა ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას ეცდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, გუნდის მთავარი სამიზნე კვლავ კოლო მუანია, მაგრამ ტოტენჰემი მის გაშვებაზე უარს ამბობს.
წყაროს ინფორმაციით, კოლოს ალტერნატივები ჯოშუა ზირკზეე, ალვარო მორატა და კარიმ ბენზემა გახლავთ.
ბენზემას არაბული ალ-იტიჰადის დატოვება უნდა, მაგრმა მისი მაღალი ხელფასი ფრანგის იუვენტუსში გადაბარგებას ფაქტობრივად გამორიცხავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
