TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ზირკზეე იუვეს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

SportItalia-ს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელის მომავალი მანჩესტერის ახალი მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული და თუ მან ზირკზეეს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, წითელი ეშმაკები ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

თავად ზირკზეე მანჩესტერის დატოვებისა და სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის გუნდებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

error: დაცული კონტენტი !