ზირკზეე ამ მომენტისთვის შეტევის გასაძლიერებლად ერთადერთი რეალური კანდიდატია
იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მუშაობას აგრძელებს და ტურინულ გრანდს მომდევნო დღეებში მინიმუმ 2 ფეხბურთელის გაფორმება სურს.
პირველი მათგანი ემილ ჰოლმი გახლავთ, ბოლონიასთან მოლაპარაკებები შვედი მარჯვენა მცველის თაობაზე პოზიტიურად ვითარდება. მოსალოდნელაი, რომ გუნდები ჰოლმი-მარიოს იჯარებით ბარტერს განახორციელებენ.
მუშაობა გრძელდება შეტევის გაძლიერებაზეც. ტურინულ გრანდს გასულ კვირებში არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური კანდიდატი ჯოშუა ზირკზეე გახლავთ. მანჩესტერი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
