TuttoJuve

Juve per sempre sarà

ზიდანი:“ მე იუვენტუსის მწვრთნელად ? არ ვიცი, რატომ არ მოხდა ეს აქამდე“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინეზინ ზიდანმა საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის ტურინულ გრანდსაც შეეხო.

„ჩემი გეგმები მომავალში ? მე სამწვრთნელო კარიერის განახლება მინდა, სწორედ ეს არის ჩემი მიზანი.

„იუვენტუსში დაბრუნება ? ამ გუნდმა მე ძალიან ბევრი მომცა და იუვე ყოველთვის ჩემი გულის ნაწილი იქნება. არ ვიცი, რატომ არ მქონია იუვეს გაწვრთნის შესაძლებლობა, როგორც ჩანს, სხვა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ჩემი ერთ-ერთი მიზანი ერთ დღეს საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებაა და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.

„იუვენტუსში გატარებული პერიოდი ? მე იქ საფრანგეთიდან გადავედი, საფრანგეთში ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ტურინში სულ სხვა სამყარო დამხვდა. იუვენტუსში შენ ვალდებული იყო, გამარჯვებისთვის გებრძოლა, სხვა შედეგი არავის აკმაყოფილებდა. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავდა, ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, თუმცა მათ შორის გამოსარჩევი დელ პიერო იყო, ის ნამდვილი ფენომენია.

„ლიპი ? კარიერის განმავლობაში არაერთი გამორჩეული მწვრთნელი მყოლია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტი მე სწორედ ლიპისგან ვისწავლე. იტალიაში პირველი პერიოდი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ლიპის მხრიდან ნდობას ვგრძნობდი და ეს ძალიან დამეხმარა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

342 views
error: დაცული კონტენტი !