TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ზეედორფი:“ დელ პიერო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, იუვენტუსთან დიდებული მატჩები გვქონდა“

ლეგენდარულმა კლარენს ზეედორფმა 1990-2000-იან წლებში სერია ა-ს დონესა და იუვენტუსთან კონკურენციაზე ისაუბრა.

„სერია ა არ არის ის, რასაც დღეს ვხედავთ, სერია ა-ს რეალურ სახეს ჩვენ 90-იანებსა და 2000-ებში ვხედავდით, როდესაც 7-8 გუნდი ყოველ სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა.

„იმ დროს იუვენტუსი და მილანი საუკეთესო გუნდები გახლდათ, მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო იყო. ჩვენ გვყავდა დიდა, მალდინი, ნესტა, კაფუ, გატუზო, მე, კაკა, ინძაგი და შევჩენკო, მათ კი ბუფონი, ტურამი, ფერარა, მონტერო, ნედვედი, კამორანეზი, ტრეზეგე, დელ პიერო.

„ანჩელოტი დელ პიეროს თაობაზე ყოველთვის ნერვიულობდა, ის ამბბოდა:“ ნედვედზე უნდა დაჯარიმდე, კამორანეზის ტაქტიკურად აჯობო, დელ პიეროს გასაჩერებლად კი რაღაც ახალი უნდა გამოიგონო.

„მწვრთნელმა მისი შესაძლებლობები კარგად იცოდა და ამბობდა, რომ მას არაადამიანური მახასიათებლები ჰქონდა. მე და ალექსი დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, რადგან ორივე ერთი სახით ფეხბურთს წარმოვადგენთ, რომელიც დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება.”