TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძაძარონი:“ იუვენტუსი ტუდორის ხელმძღვანელობით სრულიად სხვა გუნდია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ივან ძაძარონიმ იგორ ტუდორის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„იუვენტუსმა გუშინ ძალიან კარგად ითამაშა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. გუნდს გაცილებით მეტი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი მოპოვებული 3 ქულაა.

„იგორ ტუდორის შესანიშნავი მუშაობა ცალკე აღნიშვნის ღირსია. გასულ თვეებთან შედარებით, იუვენტუსის ფეხბურთელები სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ, სხვა ენერგიითა და მოტივაციით.

„ტუდორმა თავისი გუნდი ძალიან მოკლე დროში შეისწავლა, ის უარს ამბობს ფეხბურთელების პოზიციების გაუგებარ ცვლილებასა და ყოველ მატჩში ახალი ფორმაციის დანერგვაზე, რაც გუნდს თავდაჯერებულობას სძენს.“

error: დაცული კონტენტი !