TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძაძარონი:“ პროექტი მოტა ჩავარდა, მან ვერანაირი მოლოდინი ვერ გაამართლა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ივან ძაძარონის აზრით, იუვენტუსმა ტიაგო მოტა გუნდიდან უნდა გაუშვას.

„იუვენტუსმა ტიაგო მოტა 9 თვის წინ კარგი ფეხბურთისა და პოზიტიური შედეგების საჩვენებლად მიიყვანა, თუმცა მან ვერანაირი მოლოდინი ვერ გაამართლა.

„სარიმ პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო, პირლომ ორი თასი, მათ ამის გაკეთება უფრო ნაკლები რესურსებით შეძლეს.

„იუვენტუსში ყველაფერზე მნიშვნლეოვანი ყოველთვის საბოლოო შედეგებია, ამ სეზონის გადარჩენა უკვე წარმოუდგენელია, რადგან ტურინული გრანდი სეზონის ოთხეულში დასრულებით ბედნიერი ვერ იქნება.“

error: დაცული კონტენტი !