ძაძარონი:“ ამ მომენტისთვის ალეგრისა და მოტას გუნდებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ“
Corriere dello Sport-ის დირექტორმა და ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ივან ძაძარონიმ იუვენტუსში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„იუვენტუსი და ტიაგო მოტა ძლიერი, უმაღლესი დონის გუნდის შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ და ვიცი, რომ ამ პროცესს დრო სჭირდება, მაგრამ ამ მომენტისთვის ალეგრისა და მოტას გუნდებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.
„მიმდინარე წელს იუვენტუსმა 30-დან 16 მატჩი ფრედ დაასრულა, ასეთ რამ 1956 წლის შემდეგ არ მომხდარა, მე მაშინ დაბადებულიც კი არ ვიყავი.
„მოტას ალეგრისთან შედარებით სეზონის სტარტზე 5 ქულით ნაკლები აქვს, გუნდი არის არასტაბილური და ქულებს კარგავს მეტოქეებთან, რომლებსაც იუვენტუსი მარტივად უნდა უგებდეს.
„შესაძლოა მკითხოთ, რატომ ვსაუბრობ ამდენს ალეგრის შესახებ ? თუმცა მაქსი იუვეს ბოლო მწვრთნელი იყო და ეს შედარება სრულიად ლოგიკურია.“