TuttoJuve

Juve per sempre sarà

ძაძარონი:“ იუვენტუსმა სპალეტი უნდა შეინარჩუნოს“

Corriere dello Sport-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ივან ძაძარონიმ იუვენტუსს ლუჩიანო სპალეტის შენარჩუნება ურჩია.

„ვფიქრობ, იუვენტუსში არსებული სიტუაციის სპალეტიზე დაბრალება უადგილოა. დიახ, მან გარკვეული შეცდომები დაუშვა, მაგრამ ლუჩიანომ არეული გუნდი შუა სეზონში ჩაიბარა და მას შემდეგ მოპოვებული ქულების მხრივ იუვენტუსი ინტერის შემდეგ საუკეთესოა.

„იუვენტუსმა გაუშვა ალეგრი, მოტა, ტუდორი, ახლა საუბრები სპალეტის გაშვებაზეა. აშკარაა, რომ გუნდში პრობლემა მწვრთნელი არ არის და ლუჩიანოს გაშვებით ვერაფერს მიაღწევენ. სპალეტი დიდებული მწვრთნელია და შესაბამისი დახმარების შემთხვევაში, ის მომდევნო სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)