ძამბროტა:“ იუვენტუსს სპალეტის ხელი ეტყობა, მაგრამ გუნდს რაღაც აკლია“
ჯანლუკა ძამბროტამ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„წინა მწვრთნელებთან იუვენტუსი სულ სხვანაირი იყო, დღეს გუნდს ლუჩიანოს ყელი აშკარად ეტყობა და მე მხოლოდ თამაშის სტილს არ ვგულისხმობ, გუნდი სხვა მენტალიტეტითა და შიმშილით თამაშობს, მაგრამ ჯერჯერობით იუვენტუსი იმ დონეზე არ არის, სად ყოფნასაც გუნდი იმსახურებს.
„იუვენტუსმა გასულ მატჩებში, მათ შორის ლაციოსთან და ატალანტასთან კარგად ითამაშა, მაგრამ გუნდი დაცვაში ზედმეტად უყურადღებოდ თამაშობს, რის გამოც დაისაჯა კიდეც.
„ინტერთან ჩამორჩენა ? იუვემ პირდაპირ მეტოქეებთან მეტ-ნაკლებად კარგად ითამაშა, მაგრამ გუნდმა ქულები კალიარისთან, ლეჩესთან, ფიორენტინასთან და ვერონასთან დაკარგა, რაც საბოლოო ჯამში მათ ძვირად დაუჯდათ. თუ შენ სკუდეტოსთვის ბრძოლა გინდა, მეტი სტაბილურობა უნდა აჩვენო.
„პრობლემები შეტევაში ? გუნდი ძალიან ბევრ მომენტს ქმნის, მაგრამ მათ უმეტესობას ვერ იყენებს, რადგან სპალეტის კალსიკური, ნამდვილი ცხრიანი არ ჰყავს. სპალეტის გუნდს დუშანი ძალიან დაეხმარებოდა და სამწუხაროა, რომ მან ტრავმა მიიღო. იმედი მაქვს, ის გუნდში დარჩება, რადგან სპალეტის სტილი ვლაჰოვიჩის პოტენციალს სრულად გამოიყენებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
