TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძამბროტა:“ იუვეს ლაციოსთან რთული მატჩი ელოდება, ვლაჰოვიჩი შესანიშნავი ფორვარდია“

ლეგედნარულმა ჯანლუკა ძამბროტამ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსის საკითხსაც შეეხო.

„იუვენტუსის მატჩი ლაციოსთან ? ტურინელები ამ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე ხვდება. გუნდს წინ რთული პერიოდი ელოდება, რადგან მომდევნო სანაკრებო პაუზამდე 7 შეხვედრის გამართვა უწევს და ამის გაკეთება სავსე ლაზარეთით უწევს, მაგრამ ტიაგო მოტა ძალიან კარგი მწვრთნელია და მჯერა, რომ ის ამ გამოწვევას გაუმკლავდება.

„მე მოტასთან ბარსელონაში ვთამაშობდი და ვიცი, თუ რამდენად გაბედული და თავდაჯერებულია. მას თავისი იდეების სწამს და მათ განხორციელებას ყველა ხერხით ეცდება, სხვების აზრისა და კრიტიკის მიუხედავად.

„ვლაჰოვიჩი ? მისი და იუვენტუსის წარმატებისთვის, იმედი მაქვს, რომ დუშანი თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებს. მან ლაიფციგის წინააღმდეგ 2 დიდებული გოლი გაიტანა, როგორც უმაღლესი დონის ფორვარდს შეეფერება. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მჯერა, დუშან სეზონში 25-30 გოლის გატანა თავისუფლად შეუძლია.“