TuttoJuve

Juve per sempre sarà

ძამბროტა:“ იუვენტუსი – მილანი სამ ქულაზე მეტს ნიშნავს“

იუვენტუსისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსისა და მილანის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაა სატურნირო ცხრილში, რადგან ეს მატჩი 3 ქულაზე მეტს ნიშნავს.

„ეს არის ისტორიული დაპირისპირება ორ დიდებულ გუნდს შორის, რომელში გამარჯვებაც ფეხბურთელებისთვის მენტალურად ძალიან ბევრს ნიშნავს.

„ვინ შეიძლება გახდეს მთავარი ფიგურა ამ შეხვედრაში ? მე ძალიან მომწონს სალემაკერსი, მან სეზონი ძალიან კაგად დაიწყო, ალეგრის ფილოსოფიას მოერგო და ვფიქრობ, მას შესანიშნავი სეზონი ექნება.

„იუვენტუსს რაც შეეხება, აქ კამბიაზოსა და კალულუს გამოვარჩევდი. კამბიაზოს კარგად ვიცნობ, ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და შეუძლია, რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. კალულუ კი თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ამას ძალიან კარგად აკეთებს.

„არასტაბილური იუვე ? რაიმე სახის კრიზისზე საუბარი უადგილოა. მართალია გუნდმა ზედიზედ 4 ფრე ითამაშა, მაგრამ იუვენტუსი დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილში ლიდერებს შორის არის. ტუდორი ჯერ კიდევ ბალანსის ძიებაშია და დარწმუნებული ვარ, ბიანკონერი მომდევნო ტურებში კიდევ უფრო მოუმატებს.

„ტუდორი ? მე მასთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. როდესაც იუვენტუსში გადავედი, მაშინ 22 წლის ვიყავი, პირველად სწორედ იგორთან დავმეგობრდი. ის ძალიან პირდაპირი ადამიანია და თავის სათქმელს ყოველთვის ღიად ამბობს, მას აქვს ქარიზმა და ხასიათი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მწვრთნელობა სულ სხვა პროფესიაა და განსხვავებულ თვისებებს მოითხოვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

169 views
error: დაცული კონტენტი !