ზალცბურგის უკანახაზელი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ანდრეა კამბიაზოს პოტენციური შემცვლელების ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ზალცბურგის უკანახაზელი ამარ დედიჩი გახლავთ.
22 წლის ბოსნიელი ტალანტის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 5 საგოლე გადაცემაა. მას თამაში როგორც დაცვის ფლანგებზე, ასევე ცენტრში შეუძლია.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეეძლება.