TuttoJuve

Juve per sempre sarà

ზაკარია:“ იუვენტუსის მაისურის ტარება დიდი პატივი იყო“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ ტურინულ გრანდში თამაშის პერიოდი გაიხსენა.

„იუვენტუსში გატარებული პერიოდი ? ეს ძალიან მოკლე, მაგრამ შესანიშნავი გამოცდილება იყო. სამწუხაროა, რომ იუვენტუსში თამაშის საშუალება უფრო დიდი ხნით არ მომეცა, რადგან ვფიქრობ, მე გუნდისთვის მეტის გაკეთება შემეძლო, თუმცა შავ-თეთრი მაისურის ტარება დიდი პატივი გახლდათ და მე ყოველთვის იუვენტუსის ქომაგად დავრჩები.

„ლიგის ფინალი ? იმის მიუხედავად, რომ ახლა მე მონაკოში ვარ, როგორც იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი, პსჟ-ს ვუქომაგებ.“

შეგახსენებთ, ზაკარია იუვენტუსს გლადბახიდან 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ის გუნდს ვერ მოერგო და ჯერ ჩელსიში იჯარით გადაბარგდა, შემდეგ კი მონაკომ შვეიცარიელი ნახევარმცველი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა.

62 views
error: დაცული კონტენტი !