ძაკანი ტრავმირებულია და იტალიის ნაკრებს ვერ დაეხმარება
ლაციოს ფეხბურთელი მატია ძაკანი ტრავმირებულია და მომდევნო მატჩებში იტალიის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ბიანკოჩელესტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იტალიელ ფეხბურთელს კუნთის პრობლემები აქვს, რის გამოც მან ტორინოსთან შეხვედრა გამოტოვა და ვერც აძურის დაეხმარება.
ჯენარო გატუზომ ძაკანის ნაცვლად ნაკრებში ვერონას გარემარბი რობერტო პიკოლი გამოიძახა.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 11 ოქტომბერს ესტონეთს, 14 ოქტომბერს კი ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
