ტუდორმა გუნდის ხელმძღვანელობას ხელშეუხებელი ფეხბურთელები დაუსახელა…
Tuttosport-ის ინფორმაციით, იგორ ტუდორმა გუნდის ხელმძღვანელობას გადასცა იმ ფეხბურთელების სია, რომელთა გაყიდვას ხორვატი სპეციალისტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
წყაროს ცნობით, ტუდორი გუნდში გატის, კამბიაზოს, ლოკატელის, ტურამისა და ილდისის დარჩენას ითხოვს.
აღნიშნული ხუთეული ტუდორის გუნდის ბირთვად მოიაზრება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რომელიმე მათგანმა ბიანკონერის რიგები დატოვოს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)