ვლაჰოვიჩს მსურველების რიგი უდგას…
დუშან ვლაჰოვიჩისა და იუვენტუსის ისტორია დასასრულს უახლოვდება და ბრიტანული წყაროების ცნობით, სერბი ფორვარდის აგენტმა კლიენტისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყო.
დუშანის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ სერბი სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.
გამოცემა CaughtOffside-ს ცნობით, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ნიუკასლი, ბარსელონა და ბაიერნი იჩენენ. იუვენტუსს დაახლოებით 50 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვს.