ვლაჰოვიჩს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე დიდი ალბათობით საბოლოოდ ჩაიშალა.
Tuttosport-ის ცნობით, სერბს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და სავარაუდოდ ის იუვენტუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს იტყვის.
ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, ბოლო კვირებში ყველაზე მეტად ბაიერნი და არსენალი აქტიურობენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
